გია ვოლსკი: რიგგარეშე არჩევნები რომც დაინიშნოს, ოპოზიციას არც ის აინტერესებს, მათ ჯახი აინტერესებთ

“რიგგარეშე არჩევნები რომც დაინიშნოს, ოპოზიციას არც ის აინტერესებს, მათ ჯახი აინტერესებთ, რომელიც პოლიტიკურ ველზე შესაძლო წარმატებას მოუტანს”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციამ უნდა გაანალიზოს პასუხისმგებლობა საკუთარი ამომრჩევლის, საზოგადოებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე.

“უნდა გავიგოთ, რომ ის, რაზეც ოპოზიცია საუბრობს, რეალობასთან არანაირ კავშირში არ არის. მათ განცხადებებს ლოგიკური საფუძველი არ გააჩნიათ. ჯერ კიდევ არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე ვაცხადებდით, რომ მათი ნებისმიერი საქმიანობა, ნებისმიერი საქციელი, თუნდაც პარლამენტის ბოიკოტირება მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის დროს, ადასტურებდა მათ არჩევნები და საარჩევნო შედეგები არ აინტერესებთ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები