გია ვოლსკი: მხარი დავუჭირე სტაბილურობას

„არც ჩვენ ვაპირებთ დათმობას არა ჩვენი პოზიციის, არამედ საზოგადოების პოზიციის. არ შეიძლება, უღალატო ადამიანებს, რომლებიც აქ დგანან და მიდიან ხმის მისაცემად”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გია ვოლსკიმ არჩევნების მეორე ტურზე, ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მან მხარი ქვეყნის სტაბილურობას დაუჭირა.

„არც ჩვენ ვაპირებთ დათმობას არა ჩვენი პოზიციის, არამედ საზოგადოების პოზიციის. არ შეიძლება, უღალატო ადამიანებს, რომლებიც აქ დგანან და მიდიან ხმის მისაცემად. ზუსტად იციან, სად არის სიმართლე და რა სჭირდება ჩვენს ქვეყანას. ვინც დღეს ამაში კარგად ვერ არის გარკვეული, იმის წინაშეც ჩვენ გარკვეული ვალდებულებები უნდა გვქონდეს. თუ პოლიტიკურ სასწორზე დავდებთ ერთი მხრივ იმ უხერხულობას, რომელიც მართლა შექმნილია, მეორე მხრივ კი ქვეყნის წარმატებას და სტაბილურობას, მე არ მგონია, რომ დიდი არჩევანი გვქონდეს. მხარი დავუჭირე სტაბილურობას. პოლიტიკურ ასპარეზზე სიწყნარე არ არის. ვფიქრობ, რომ ჩვენი პოზიცია მართებულია და დაფუძნებულია იმაზე, რა ინტერესებიც გააჩნია ჩვენს საზოგადოებას, რომელიც დღეს მოდის და ხმას გვაძლევს. არა მხოლოდ მათი ინტერესია, იმათიც, ვინც სხვა პოლიტიკურ პარტიებს აძლევს ხმას. ჩვენი პარტიის, ჩვენი გუნდის, ყველას მიმართ პასუხისმგებლობა ერთნაირია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები