კახა კალაძე: მინდა, მადლობა გადავუხადო შსს-ს, მინისტრს, თითოეულ თანამშრომელს, რომ ყველაფერი დასრულდა მშვიდობით

თბილისის მერმა, კახა კალაძე თბილისში, წერეთლის გამზირზე გუშინ ჩატარებული სპეცოპერაციის გამო შსს-ს მადლობა გადაუხადა.

„გუშინდელ ფაქტს რაც შეეხება, კიდევ ერთხელ მინდა, ვისარგებლო შემთხვევით, შსს-ს, მინისტრს, თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ყველაფერი დასრულდა მშვიდობით“, – განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ ბი სის“ ფილიალში შეიარაღებული თავდამსხმელი დაახლოებით, 16:00 საათზე შეიჭრა და მძევლები აიყვანა.

შსს-ს ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 236-მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გრძელდება, რაც ორზე მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარებას გულისხმობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები