მცხეთის რაიონულმა სასასამართლომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნებისთვის სასჯელის ზომა განსაზღვრა.
მცხეთის რაონულ სასამართლოში სასჯელის დანიშვნასთან დაკავშირებით გამართულ სხდომაზე ხუთი წლითა და სამი თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ ლ.შ.-ს, ნ.ც-ს, გ.მ.-ს. სამივე ძალადობასა და ძალადობის ორგანიზებაში არიან ბრალდებულები. ასევე, ძალადობისა და ძალადობის ორგანიზების მუხლებით განესაზღვრა სამი წლითა და ცხრა თვით თავისუფლების აღკვეთა ნ.ქ.-ს.
რაც შეეხება ა.ქ.-სა და ზ.ხ.-ს, მათ ძალადობისა და ძალადობის ორგანიზების გარდა, დამატებით თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისთვისაც ჰქონდათ ბრალი წარდგენილი. თითოეულ მათგანს სასამართლომ ექვსი წლითა და ცხრა თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვნებს გამამტყუნებელი განაჩენი 13 ნოემბერს გამოუტანა.