ირმა ინაშვილი: გამოსავალი შექმნილ სიტუაციაში ხელახალი არჩევნების დანიშვნაა
“მე დავაფიქსირე ჩვენი პარტიის მოსაზრება და ვთქვი, რომ გამოსავალი შექმნილ სიტაუციაში არის ხელახალი არჩევნების დანიშვნა”, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა
„გავცვალეთ ჩვენი მოსაზრებები და მე დავაფიქსირე ჩვენი პარტიის მოსაზრება და ვთქვი, რომ გამოსავალი შექმნილ სიტუაციაში ხელახალი არჩევნების დანიშვნაა. ეს 45 დღეში იქნება თუ გაზაფხულზე, ყველა შემთხვევაში, უნდა დაინიშნოს ხელახალი არჩევნები, მე ამ პოზიციას ყველგან ვაფიქსირებ.
„ქართული ოცნება“ თუ ამტკიცებს, რომ ძლიერია და აქვს მხარდაჭერა და მათ შიშები არ აქვთ, მაშინ, როგორც ძლიერმა ხელისუფლებამ, სწორედაც რომ უნდა განახორციელოს ეს ინიციატივა, მე რომ მათ პოზიციაში ვიყო გამოვიდოდი და ვიტყოდი, რომ არ მეშინია, კიდევ ერთხელ დავდო შედეგი და ახალი არჩევნების ჩავატარო.
ვთავაზობ “ოცნებას”, მე-9 მოწვევის პარლამენტმა ჩაატაროს რიგგარეშე სხდომა და ამ პარლამენტს კი შეუძლია კონკრეტული ცვლილებების განხორციელება და ასევე შესაძლებელია, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტს გაუხანგრძლივდეს მუშაობის ვადა“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.