„ეს არის მორიგი ტყუილი, ცილისწამება” – ლევან კობიაშვლი რესტორანში სუფრის გაშლას ეხმიანება
გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი, ლევან კობიაშვილი სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმად, მან გლდანში, ერთ-ერთ რესტორანში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებისთვის დიდი სუფრა გაშალა.
„განსაკუთრებით ბოლო დღეებში, რამდენიმე ტელეარხის საშუალებით, მიზანმიმართულად ვრცელდება არასწორი და დაუსაბუთებელი ინფორმაცია ჩემსა და ჩემი საქმიანობის შესახებ.
ჩემთვის მიუღებელია ის ძალიან სუსტი, შეთითხნილი და ზოგ შემთხვევაში სასაცილო ბრალდებები, რომელიც ამ დღეების განმავლობაში მესმის ტელეარხებიდან.
აღნიშნული ერთადერთ რამეს, მოსახლეობის სიცრუეში შეყვანას ემსახურება.
წარმოუდგენელია ასეთი დოზით დეზინფორმაციის გავრცელება!
ახლა ვუყურე ტელეკომპანია მთავარის ეთერში გასულ სიუჟეტს ჩემ შესახებ, თითქოს, რესტორანში სუფრებს ვუშლი ,,ქართული ოცნების,, მხარდამჭერებს.
ეს არის მორიგი ტყუილი, ცილისწამება და არცერთი სიტყვა არ შეესაბამება სიმართლეს. სამარცხვინოა!“, – დაწერა ლევან კობიაშვილმა სოციალურ ქსელში.