გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მსჯავრდებულ არასრულწლოვნებს კონკრეტული სასჯელი დღეს განესაზღვრებათ
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მსჯავრდებული არასრულწლოვნების სასჯელის დანიშვნის სხდომა დღეს გაიმართება.
პროცესი მცხეთის რაიონულ სასამართლოში 14:00 საათზეა დანიშნული, სადაც მოსამართლე თითოეული მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის სახესა და ზომას განსაზღვრავს.
ცნობისთვის, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვანი დამნაშავედ ცნო.
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სულ 17 პირია დაკავებული, მათგან 6 არასრულწლოვანი იყო, ამჟამად კი ყველა მათგანი, ზ.ხ.-ს გარდა, სრულწლოვანია.