გიგა ბოკერია: არანორმალური ვითარებაა პარლამენტში ოპოზიციის არყოფნა და ყველა მეგობრისთვის, ვინც საქართველოს უყურებს იმედით, ასე უყურებს ვითარებას

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, „ევროპული საქართველოს“ პოზიციაში არაფერი იცვლება.

„ევროპული საქართველო“ ყოველთვის მომხრე ვიყავით დემოკრატიულ ინსტიტუტებში მონაწილეობის, იმისდა მიუხედავად, რამდენად მძიმე ვითარება იყო. როდესაც ეს იმ ზღვარს სცდება, როცა არჩევნებს აზრს აკარგვინებს ოლიგარქი და მისი სამარცხვინო პოლიტიკური არარაობების გუნდი და მისი პროპაგანდის ორგანოები, ამ დროს აუცილებელია ასეთი ნაბიჯი“,- განაცხადა ბოკერიამ.

ბოკერიას თქმით, არანორმალური ვითარებაა პარლამენტში ოპოზიციის არყოფნა და ყველა მეგობრისთვის, ვინც საქართველოს უყურებს იმედით, ასე უყურებს ვითარებას.

„რაც შეეხება სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ბრიფინგს, არჩევნებთან დაკავშირებული ვითარება ძალიან მძიმედ არის აღწერილი, საქართველოს დემოკრატიისა და მომავლისთვის ის უნდა შეიცვალოს. რაც შეეხება ტაქტიკურად რა გზა მიაჩნია ჩვენი მეგობარი ქვეყნის წარმომადგენლის რომელიმე სპიკერს, სახელმწიფო დეპარტამენტს სწორად, ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ ადგილზე იღებს ქართული საზოგადოება და ოპოზიცია. ასე არ დგას საკითხი, ეს გზა უფრო სწორია, თუ მეორე. პრობლემა გვაქვს ძალიან მძიმე. როგორც არის აღწერილი არჩევნები ამ მოკლე კომენტარებშიც კი, დიახ გამოხატავს იმ მძიმე ვითარებას, რაც ივანიშვილმა შექმნა და როგორ კრიზისშიც შეიყვანა ქვეყანა. ამ კრიზისიდან გამოყვანა ვერ მოხდება ახალი არჩევნების გარეშე. არანორმალური ვითარებაა პარლამენტში ოპოზიციის არყოფნა და ყველა მეგობრისთვის, ვინც საქართველოს უყურებს იმედით, ასე უყურებს ვითარებას. ვითარება კიდევ უფრო მძიმეა ადგილზე, სწორედ ამიტომ არის ეს ცუდი არჩევანი, სწორი არჩევანი ამ ვითარებაში“, – განაცხადა ბოკერიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები