ირაკლი კობახიძე: ოპტიმიზმის საფუძველი გვაქვს, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით კონკრეტულ პოლიტიკოსებს გარკვეული მზაობა აქვთ

ირაკლი კობახიძის თქმით, სხვადასხვა გარემოებიდან ვლინდება, რომ პარლამენტში ოპოზიციის გაკვეული წრე შევა, ასევე, მისი თქმით, სააკაშვილის გავლენა ჯერ კიდევ ძლიერია ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე.

„ეს არის მათი დამოკიდებულების გამოვლინება ჩვენი საერთაშორისო, დასავლელი პარტნიორების მიმართ, თუმცა, ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ისინი პოზიციას შეიცვლიან და ამ ოპტიმიზმის კონკრეტული, მყარი საფუძველიც გვაქვს.
„ოპტიმიზმის საფუძველი გვაქვს სხვადასხვა გარემოებიდან გამომდინარე, მათ შორის, საჯაროდაც ვლინდება, რომ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით კონკრეტულ პოლიტიკოსებს გარკვეული მზაობა აქვთ. ეს პროცესი გაღრმავდება. ჩვენ ვთქვით, რომ არის გარკვეული პროცესები ოპოზიციის შიგნით. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ძლიერია სააკაშვილის გავლენა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე. ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ სააკაშვილისგან კონკრეტული პარტიები და პოლიტიკოსები დამოუკიდებლობას მოიპოვებენ. სააკაშვილს აქვს ორი ძლიერი რესურსი, ეს არის ხალხისგან მოპარული ფული და მედიარესურსი, რომელიც ამავე ფულს უკავშირდება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები