აჭარაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ცხრა პაციენტი გარდაიცვალა. მათი ასაკი 55-დან 81 წლამდეა.
როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი ოთხი პაციენტი ბათუმის სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა, სამი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ერთი კლინიკა „მედალფაში“ ერთი კი კლინიკა „მედცენტრში“.
„რეგიონში გარდაიცვალა ცხრა პაციენტი. ოთხი შემთხვევა ბათუმის სამედიცინო ცენტრში, სამი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ერთი კლინიკა „მედალფაში“ ერთი კი „მედცენტრში“ დაფიქსირდა.
გარდაცვლილთაგან ყველაზე ახალგაზრდა 55 წლისაა, ყველაზე ხანდაზმული კი 81-ის. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში შვიდამდე შემცირდა იმ პაციენტთა რაოდენობა, რიმლებიც მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან. 44 პირი რეანიმაციაში რჩება. ამ დროისთვის, აჭარაში აღრიცხულია 6 240 კოვიდინფიცირებული. ჯამში კი აჭარაში კოვიდი დაამარცხა 13 299-მა პაციენტმა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მეორე დღეა, ინფიცირების ახალ შემთხვევებს გამოჯანმრთელებულთა რიცხვი აჭარბებს. ბოლო 24 საათში კორონავირუსით 512 პაციენტი დაინფიცირდა, 574 კი გამოჯანმრთელდა.