იგეგმება თუ არა ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სომხეთის რკინიგზის მონაკვეთის ამოქმედება – რაზე ისაუბრეს ბჟანიამ და პუტინმა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი 12 ნოემბერს სოჭში ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს ასლან ბჟანიას შეხვდა.

სოხუმში დაბრუნებულმა ე.წ ლიდერმა მედიისთვის პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც სხვა საკითხებთან ერთად დაისვა კითხვა იმის შესახებ, განიხილებოდა თუ არა შეხვედრაზე აფხაზეთის გავლით სომხეთის რკინიგზის მონაკვეთის აღდგენის საკითხი.

წამოიწია თუ არა საკითხი, ბჟანიას კონკრეტულად არ უთქვამს, თუმცა, ხაზი გაუსვა, რომ საკითხი არაერთხელ განხილულა მაღალჩინოსნებთან მოლაპარაკებების დროს.

“თავის დროზე ტრანზიტის საკითხი განიხილებოდა. მაგრამ მსურს, ხაზი გაუსვა, რომ ასეთი მცდელობა ყოველთვის იყო, შედეგი ყოველთვის – არა. თუმცა, ყველაფერი ხომ სიტყვით იწყება. ყარაბაღში განვითარებულმა მოვლენებმა ბევრი რამ შეცვალა და შეცვლის. შესაბამისი გარემოებების შექმნის შემთხვევაში, ტრანზიტი შესაძლებელია. ვფიქრობ, საკითხს მოგვიანებით დავუბრუნდებით”, – განაცხადა ასლან ბჟანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები