ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 75 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის გამოსავლენად ტესტირება 317 ადამიანს ჩაუტარდა, რის შედეგადაც კორონავირუსი 75 ადამიანს დაუდასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო მაჩვენებელი 5174-მდე გაიზარდა.

ბოლო 24 საათში 13 ადამიანი გამოჯანმრთელდა და მათი რაოდენობა 3483-ს შეადგენს.

გუდაუთის საავადმყოფოში 73 კოვიდინფიცირებული იმყოფება, რომელთაგან მძიმე მდგომარეობაშია 25 პაციენტი, 23 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა.

სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში კი 26 კოვიდდადასტურებული პირი მკურნალობს. სოხუმში, მობილურ ჰოსპიტალში 34 პაციენტია მოთავსებული. მათგან 5-ის მდგომარეობა მძიმეა, 29-ის კი საშუალო სიმძიმის.

კორონავირუსით ოკუპირებულ აფხაზეთში ორი ადამიანი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 64 შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები