ოკუპირებულ აფხაზეთში ვირუსს კიდევ ერთი პაციენტი ემსხვერპლა და 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 62-ს მიაღწია, ბოლო ერთ დღეში დაავადებას მამაკაცი ემსხვერპლა. ასევე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ინფიცირების მხოლოდ 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც პანდემიის დაწყებიდან 5 099-ე დადასტურებული შემთხვევაა. კოვიდ19-ის დამარცხება სულ 3 470-მა პირმა შეძლო. ამჟამად, გუდაუთის კოვიდჰოსპიტალში 95 პაციენტი მკურნალობს, მათგან 31-ის მდგომარეობა მძიმეა, 22-ის კი – საშუალო სიმძიმის. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 25 ადამიანია მოთავსებული; მობილურ მრავალპროფილურ ჰოსპიტალში მკურნალობას 32 პირი გადის, მათგან 5-ის მდგომარეობა მძიმეა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები