კახა კალაძე მელიას განცხადებაზე: პოლიტიკური ავანტიურისტის პარტიის უუფლებო წევრი, რომელიც აკეთებს ამ შინაარსის განცხადებებს, სამარცხვინოა

,,ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი კახა კალაძე გლდანში საარჩევნო შტაბის დაწვასთან დაკავშირებით ნიკა მელიას განცხადებას ეხმაურება.

მისი თქმით, ამ ტიპის და ამ შინაარსის განცხადებები სამარცხვინოა.

„საერთოდ არ ვუპასუხებდი ამ განცხადებას რომ არა არჩევნების მეორე ტური, კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა, ჩემ პატივისცემას გლდანელების მიმართ. განცხადებას რაც შეეხება, სამარცხვინოს ვუწოდებდი. კონკრეტული კრიმინალის, უცხო ქვეყნის მოქალაქის პოლიტიკური ავანტიურისტის პარტიის უუფლებო წევრი, რომელიც აკეთებს ამ ტიპის და ამ შინაარსის განცხადებებს არის მხოლოდ და მხოლოდ სამარცხვინო“, – განაცხადა კალაძემ.

,,დაველოდეთ, რა რეაგირება იქნება, პირდაპირ ხელს ვადებ კობიაშვილ-კალაძეს და ძმებ შუკაკიძეებს, რომლებმაც გადაწვეს შტაბი. ამით იძალადეს ქართველი ხალხის ნებაზე და თავისი ჭკუით შური იძიეს, მაგრამ ხალხის ნებას ვერ გააჩერებთ,”- განაცხადა ნიკა მელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები