ოკუპირებულ აფხაზეთში პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსით 30-ზე მეტი მედიცინის მუშაკი დაინფიცირდა

ოკუპირებულ აფხაზეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით 31 ექიმი და სასწრაფო დახმარების მანქანის ერთი მძღოლი დაინფიცირდა.

როგორც ადგილობრივ მედიას გაგრის საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა, ვიაჩესლავ არგუნმა განუცხადა, ყველა მათგანი გამოჯანმრთელდა. თუმცა, მისი თქმით, მთავარ პრობლემად კადრების არასაკმარისი როდენობა რჩება.

არგუნის თქმით, გაგრის რაიონში სულ 226 ექიმი მუშაობს, რაიონულ საავადმყოფოში 40-მდე ექიმი და 90 მედდაა.

მისივე თქმით, პანდემიის დაწყებიდან გაგრის რაიონში კოვიდ19-ით სულ 356 ადამიანი დაინფიცირდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები