IRI: საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო და საარჩევნო რეფორმები, ქმნის კოალიციური მთავრობის ფორმირების შესაძლებლობას
საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) ტექნიკური საარჩევნო შეფასების მისიის შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ „2020 წლის ივნისსა და ივლისში, საქართველოს მთავრობამ გაატარა მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო და საარჩევნო რეფორმები. მიღებულ ცვლილებებს შორის აღსანიშნავია საქართველოში არსებული შერეული საარჩევნო სისტემის მოდიფიკაცია და საარჩევნო ბარიერის 5%-დან 1%-მდე შემცირება, რაც საშუალებას აძლევს ამომრჩეველს, ხმა მისცეს მესამე პოლიტიკურ ძალას და პირველად, ათწლეულების განმავლობაში, ქმნის კოალიციური მთავრობის ფორმირების შესაძლებლობას”.
როგორც ანგარიშში აღნიშნულია, საერთაშორისო საზოგადოება განხორციელებულ კონსტიტუციურ ცვლილებებს წინ გადადგმულ ნაბიჯად აღიქვამს.
„2020 წლის ივნისსა და ივლისში, საქართველოს მთავრობამ გაატარა მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო და საარჩევნო რეფორმები. მიღებულ ცვლილებებს შორის აღსანიშნავია საქართველოში არსებული შერეული საარჩევნო სისტემის მოდიფიკაცია და საარჩევნო ბარიერის 5%-დან 1%-მდე შემცირება, რაც საშუალებას აძლევს ამომრჩეველს, ხმა მისცეს მესამე პოლიტიკურ ძალას და პირველად, ათწლეულების განმავლობაში, ქმნის კოალიციური მთავრობის ფორმირების შესაძლებლობას.
საერთაშორისო საზოგადოება განხორციელებულ კონსტიტუციურ ცვლილებებს წინ გადადგმულ ნაბიჯად აღიქვამს. ამას თან ერთვის საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებული ცვლილებები, რომლებშიც გათვალისწინებულია საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მიერ, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, გაცემული რეკომენდაციები. 31 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობამ, კოვიდ-19-ით ინფიცირების მაღალი რისკის მიუხედავად, არჩევნებზე წასვლით, დემოკრატიული პროცესის მიმართ საკუთარი ენთუზიაზმი გამოხატა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) მონაცემებზე დაყრდნობით, ამომრჩეველთა აქტივობა 56.1%-ს შეადგენდა, რაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მაჩვენებელთან შედარებით 5%-იან ზრდას წარმოადგენს. შეცვლილი სისტემით ჩატარებულ არჩევნებზე დაფიქსირებული მაღალი აქტივობა აჩვენებს, რომ მოსახლეობა მხარს უჭერს მრავალპარტიული პარლამენტის ფორმირებას, სადაც თითოეული ხმა უკეთესად იქნება წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ დაწეული ბარიერის პირობებში, ცხრა პოლიტიკურმა პარტიამ საპარლამენტო მანდატების მოსაპოვებლად საკმარისი ხმების მიღება შეძლო”, – ნათქვამია საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.