თინა ბოკუჩავა: მეორე ტურის არჩევნები იქნება სრული ფარსი, რადგან მასში არ მონაწილეობს არცერთი პოლიტიკური პარტია

“21 ნოემბრის მეორე ტურის არჩევნები იქნება სრული ფარსი, რადგან მასში არ მონაწილეობს არცერთი პოლიტიკური პარტია”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, სირცხვილის კორიდორთან დაკავშირებით არაფერი სმენია.

„არ ვიცი, ვერ გეტყვით, ამ ინიციატივის შესახებ პირადად არ გამიგია. რა თქმა უნდა, ერთი შემიძლია, გითხრათ, 21 ნოემბრის მეორე ტურის არჩევნები იქნება სრული ფარსი, რადგან მასში არ მონაწილეობს არცერთი პოლიტიკური პარტია. რაღაც ჩრდილო კორეულს, სრულად დიქტატორულ არჩევნებს აწყობს ბიძინა ივანიშვილი, სადაც ზარ-ზეიმით იქნებიან „ასარჩევი“ მმართველი გუნდის წარმომადგენლები. თავისთავად, სირცხვილის კორიდორია და სასირცხვილო აქტია ბიძინა ივანიშვილისთვის 21 ნოემბრის არჩევნები. ამ კონკრეტულ განცხადებას არ ვიცნობ. კითხვა, რას ნიშნავს ეს განცხადება, ეს ნიშნავს იმას, რაც მოგახსენეთ, რაზეც დარწმუნებული ვარ, იქნება კონსენსუსი არამხოლოდ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით, არამედ – ნებისმიერ აქ მყოფ ოპოზიციურ ლიდერს რომ ჰკითხოთ. დიახ, სამარცხვინო, სირცხვილის აქტია ისეთი მეორე ტურის ჩატარება, სადაც მონაწილეობს მხოლოდ მმართველი გუნდის წარმომადგენელი. კონკრეტული განცხადება ჟურნალისტებისგან გავიგე, კონკრეტულ ფორმულირებას არ ვიცნობ და შემიძლია, მოგახსენოთ ჩემი აზრი“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის ლიდერმა, ლევან ვარშალომიძემ ბათუმში აქციაზე მხარდამჭერებს მოუწოდა, 21 ნოემბერს, არჩევნების მეორე ტურზე მობილიზაცია გააკეთონ საარჩევნო უბნებთან და სირცხვილის კორიდორები მოაწყონ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები