ზურაბ ჯაფარიძე: “გირჩი“ ე.წ. სირცხვილის დერეფანს არ აწყობს, მაგრამ როცა არჩევნებს მოგპარავენ, ნებისმიერი მშვიდობიანი პროტესტი მისაღებია
„გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, მისი პარტია არჩევნების მეორე ტურის დღეს საარჩევნო უბნებთან ე.წ. სირცხვილის დერეფნის მოწყობას არ აპირებს.
თუმცა, ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ნებისმიერი მშვიდობიანი პროტესტი მისაღებია.
„გირჩი“ არ აწყობს ე.წ. სირცხვილის დერეფანს, მაგრამ, ჩემი აზრით, როდესაც არჩევნებს მოგპარავენ, ნებისმიერი მშვიდობიანი პროტესტი მისაღებია. სხვა პარტიას თუ უნდა რამე მსგავსის გაკეთება, გააკეთებს“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.