ცესკო: საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს ჩატარდება

ცესკო-ს გადაწყვეტილებით, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარე წლის 21 ნოემბერს გაიმართება. ამის შესახებ ცესკო-ს თავჯდომარის მოადგილე, გიორგი შარაბიძემ ცესკოში სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

“საარჩევნო ადმინისტრაციამ მოუსმინა ყველა სუბიექტს, მათ შორის ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას საჩივრებთან დაკავშირებით და მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილება. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ დღევანდელი სხდომა მიმდინარეობდა კანონის პროცედურების სრული დაცვით, თუმცა ადგილი ჰქონდა როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის, ასევე მის წევრებზე ზეწოლის მცდელობას, ასევე გარკვეულწილად მუქარის შემცველ განცხადებებსაც. ეს კატეგორიულად მიუღებელია. ცესკო ახორციელებს კანონით დადგენილ უფლებამოსილებებს. დღეს ცესკო-მ დანიშნა მეორე ტურები, რომელიც გაიმართება კანონით დადგენილ ვადაში, მიმდინარე წლის წლის 21 ნოემბერს”,- განაცხადა გიორგი შარაბიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები