ნიკოლოზ სამხარაძე: ღია ვართ იმისთვის, ჩავრთოთ საერთაშორისო დამკვირვებლები და გადავითვალოთ უბნები, სადაც დარღვევები შეიძლება, არსებობდეს

“ვფიქრობ, კონსტრუქციული მიდგომა თუ შენარჩუნდება, შევძლებთ პოზიციების დაახლოებას და ეს დიალოგი დასრულდება წარმატებით”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდის ინტერესებშია, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილური გარემო.
“ძალიან დიდი სივრცეა იმისთვის, რომ ეს პოზიციები დაახლოვდეს. რეალურად, ჩვენ გვინდა, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილური გარემო. არის კითხვები რომელიმე უბანზე საარჩევნო დარღვევასთან დაკავშირებით? კი ბატონო, ცესკო ისედაც ითვლის ამ უბნებს და მზად არის, რომ სხვებიც გადაითვალოს. ჩვენ ღია ვართ იმისთვის, რომ ჩავრთოთ საერთაშორისო დამკვირვებლები და ერთად გადავითვალოთ ეს უბნები, სადაც ასეთი დარღვევები შეიძლება, არსებობდეს.
ვფიქრობ, კონსტრუქციული მიდგომა თუ შენარჩუნდება, შევძლებთ პოზიციების დაახლოებას და ეს დიალოგი დასრულდება წარმატებით. უბრალოდ, არჩევნების საკითხი უნდა იყოს არჩევნების საკითხი და ამაზე სხვა საკითხების მიბმა მიზანშეწონილი არ არის,” – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები