ე.წ. სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ე.წ. სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რუსეთთან ე.წ. საზღვრის გახსნის შემდეგ ვირუსით 1 517 ადამიანია ინფიცირებული.

როგორც ე.წ. მთავარმა სანიტარმა, მარინა კოჩიევამ განაცხადა, ამჟამად მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ როგორც სტაციონარებში, ასევე – ამბულატორიულ მკურნალობას 1243 ადამიანი გადის.

მისი ინფორმაციით, ე.წ.რესპუბლიკაში სულ 27 ლეტალური შემთხვევაა გამოვლენილი.

დღეს ასევე გახდა ცნობილი, რომ ე.წ. რესპუბლიკაში სკოლებში კარანტინი 15 დეკემბრამდე გახანგრძლივდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები