ევროკავშირის კონკურსის „ევროპელ მკვლევართა ღამის“ გამარჯვებული პროექტი „მეცნიერება კაპიტანია“ იწყება

მეცნიერების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროევროკავშირის პროგრამის“Horizon 2020” მარი სკლოდოვსკაია-კიურის (MSCA) კონკურსის „ევროპელ მკვლევართა ღამის“ გამარჯვებული პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ განხორციელებას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.ს

სამინისტროს ცნობით, აღნიშნული პროექტით საქართველო საერთო-ევროპულ ფესტივალს „ევროპელ მკვლევართა ღამეს“ უერთდება,რომელშიც მონაწილეობას ევროკავშირისა და ჰორიზონტი 2020 ასოცირებული 30 ქვეყანა იღებს.

2020 წლის 27-28 ნოემბერს პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ძირითადი ღონისძიებები, ფართომასშტაბიანი, მრავალდარგობრივი, შემეცნებითი, სახალისო, კულტურული, სპორტული აქტივობები, თბილისში, თელავში, ქუთაისში, ბათუმში, ახალციხესა და ზუგდიდში დისტანციურად ჩატარდება. ისტორიაში პირველად საქართველოგამოჩნდება ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და „ჰორიზონტი 2020“ პროგრამის ასოცირებული ქვეყნების მასშტაბითსინქრონულ რეჟიმში მიმდინარე საფესტივალო ღონისძიებების რუკაზე, რომელიც ფესტივალის„ევროპელ მკვლევართა ღამე“ სპეციალურ ვებგვერდზე განთავსდება.

„მეცნიერება კაპიტანია“მეცნიერების, როგორც საზოგადოების ყველა ფენის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილის, წარმოჩენასა და საქართველოს ფართო საზოგადოებაში მეცნიერების პოპულარიზაციას ემსახურება.

პროექტით გათვალისწინებულია წინარე ღონისძიებებიც, კერძოდ, მოთხრობების კონკურსი სტუდენტებისთვის – „O Captain! MyCaptainourScientifictripherestarts“; პიესების კონკურსი მარია სკლადოვსკა-კიურის ცხოვრების შესახებ სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის; კონკურსი სამეცნიერო თემატიკაზე მუსიკალური კომპოზიციისა და ნახატის შესაქმნელად; „ღია ლაბორატორიებისა და მუზეუმების“ ორგანიზება სკოლის მოსწავლეებისთვის, ტრენინგი „ინტერსექტორული თანამშრომლობის შესაძლებლობების მხარდაჭერა კვლევასა და ინდუსტრიას შორის“ Twinning-ის მხარდაჭერით და ა. შ.

პროექტის განხორციელებაში ჩართული არიან შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდი, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები, უნივერსიტეტები, მწერალთა სახლი, ასევე, მეცნიერების, განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროში მოღვაწე პირები.

„ევროპელ მკვლევართა ღამე“ ევროპული მეცნიერებისა და ინოვაციების ფართო მასშტაბის ფესტივალია, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და “Horizon 2020” პროგრამის ასოცირებული ქვეყნების ათეულობით ქალაქში 2005 წლიდან იმართება. სწორედ აღნიშნული ფესტივალის ფარგლებში ჩატარებული მარი სკლოდოვსკა-კიურის მიმართულების კონკურსის, „ევროპელ მკვლევართა ღამის“, გამარჯვებული გახლავთ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროექტი „მეცნიერება კაპიტანია“ , რომლის საგრანტო ბიუჯეტი 197 500 ევროს შეადგენს,”- ნათქვამია განათლების სამინისტროს ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები