ივანე მაჭავარიანი: კომუნალური გადასახადების სუბსიდირება კარგი პროგრამაა, კარგი პაკეტია დახმარების

“ერთი, რაც შემიძლია, გითხრათ დანამდვილებით, ეს პროგრამა დაიწყო და გაგრძელდება მომავალ წელს, ეს არის კომუნალური გადასახადების სუბსიდირება. ეს კარგი პროგრამაა, კარგი პაკეტია დახმარების”, – ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, სხვა სოციალური და ბიზნესის მხარდამჭერი ღონისძიებების შესახებ ცნობილი უახლოეს მომავალში იქნება.

“ერთი, რაც შემიძლია, გითხრათ დანამდვილებით, ეს პროგრამა დაიწყო და გაგრძელდება მომავალ წელს, ეს არის კომუნალური გადასახადების სუბსიდირება. ეს კარგი პროგრამაა, კარგი პაკეტია დახმარების. თუმცა, 100-პროცენტიანი მიზნობრიობა მანდაც არ არის ხოლმე დაცული. მაგალითს მოგიყვანთ, შეძლებული ოჯახის მშობელს, მაგალითად, დედაჩემს ერგებოდა, მაგრამ თვითონ უარს ამბობს. როგორც წესი, შესაძლებლობა არის და ბევრმა ოჯახმა თქვა უარი. თუმცა, მიზნობრივად დაფარვა საკმაოდ კარგია.

ფარავს 4 თვეს:  ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი და თებერვალი. შესაბამისად, იმ წელს ეს იქნება საკომპენსაციო პაკეტებში. სხვა სოციალური და ბიზნესის მხარდამჭერი ღონისძიებების შესახებ უახლოეს მომავალში მოგახსენებთ“, – განაცხადა მინისტრმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები