მარნეულის მაჟორიტარულ ოლქში, შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, ზაურ დარგალმა 51.19 პროცენტით გაიმარჯვა
მარნეულის 22-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში შემაჯამებელი სხდომა ჩატარდა, რომელიც აქციის ფონზე მიმდინარეობდა.
სხდომის პირველ ნაწილში კომისიის წევრებმა არსებული საჩივრები განიხილეს, ხოლო მეორეში კი, შემაჯამებელი ოქმის შედგები მოამზადეს. ოქმს ხელი არ მოაწერეს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა.
მარნეულის მაჟორიტარულ ოლქში პარტია „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, ზაურ დაგალმა ხმების 51.19 პროცენტით გაიმარჯვა.
საპორტესტო აქცია „ევროპული საქართველოს“, „ლელოსა“ და „სტრატეგია აღნაშენებლის“ წარმომადგენლებმა გამართეს.