ირაკლი კობახიძე: სააკაშვილმა ნახევარი მილიონი ხმა აიღო, ეს არის უბედურება

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებასთან დაკავშირებით, უტყუარი მტკიცებულებები არსებობს.

მისივე თქმით, ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ მონაცემები, რომელიც ცესკო-ს მიერაა დაფიქსირებული, ამომრჩევლის განწყობას ემთხვევა.

„მთავარი რესურსი ისაა, რომ რეალურად უტყუარი მტკიცებულებები არსებობს არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებასთან დაკავშირებით. იყო მხოლოდ და მხოლოდ სპეკულაციები, არასწორად შედგენილი ოქმებით მანიპულაცია და ა.შ. რის საფუძველზეც ისინი ამტკიცებენ, რაც ბუნებაში არ არსებობს. ჩვენი მთავარი არგუმენტი არის ის, რომ არჩევნები ჩატარდა დემოკრატიულ გარემოში. ჩვენ მზად ვართ დისკუსიისთვის ყველასთან, მათ შორის, მზად ვართ იმისთვის, რომ ინფორმაცია არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების შესახებ მივაწოდოთ ნებისმიერ სუბიექტს, როგორც პოლიტიკურ პარტიებს, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებს. ასე რომ, ჩვენ ისინი შეგვიძლია დავარწმუნოთ იმაში, რაშიც უკვე დარწმუნებულები არიან ჩვენი მთავარი საერთაშორისო პარტნიორები. მონაცემები არსებობს. მარტივი მონაცემები, რაც ადასტურებს, რომ არჩევნები ჩატარდა დემოკრატიულ გარემოში, ესაა მათ შორის სტატისტიკური ინფორმაცია. ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ მონაცემები, რომელიც ცესკო-ს მიერაა დაფიქსირებული, ამომრჩევლის განწყობას ემთხვევა. სააკაშვილმა აიღო ნახევარი მილიონი ხმა. ეს არის უბედურება. ამ პოლიტიკური პარტიის მიერ აღებული 27% არის უბედურება. ისევე როგორც უბედურებაა 3.8%, რომელიც აიღო „ევროპულმა საქართველომ“. მაგრამ ეს არის ამომრჩევლის განწყობა. ამომრჩევლის განწყობა რაც იყო, ეს დაფიქსირდა ცესკოს მიერ“,- განაცხადა კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები