ფაშინიანი: უფლებამოსილების შესრულებას ვაგრძელებ

სომხეთის პორემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ქვეყანაში იმყოფება და უფლებამოსილების შესრულებას აგრძელებს.

ამის შესახებ ფაშინიანმა Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა.

“რა თქმა უნდა, სომხეთში ვიმყოფები და ვაგრძელებ სრულფასოვნად პრემიერმინისტრის უფლებამოსილების შესრულებას”, – დაწერა ფაშინიამა.

აღნიშნული მან მას შემდეგ დაწერა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ქვეყანაში აღარ იმყოფება.

გვიან ღამით კი ფაშინიანის მიერ ალიევსა და პუტინთან ხელმოწერილ ერთობლივ შეთანხმებას ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ არეულობა მოჰყვა.​

განრისხებული ხალხი ქუჩაში გავიდა, პარლამენტში შევიდა და დეპუტატების ოთახები დაარბია.

ასევე, მთავრობის შენობასთან შეიკრიბა, შეიჭრნენ ფაშინიანის კაბინეტში, დაარბიეს და სახელმწიფო სომბოლიკები გაიტაცეს.

დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ ფაშინიანმა განაცხადა – “ძალიან რთული გადაწყვეტილება მივიღე ჩემთვის და ყველა ჩვენთაგანისთვის. გავრცელებული განცხადების ტექსტი ძალიან მტკივნეულია პირადად ჩემთვის და ჩვენი ხალხისთვის”.

ხელმოწერილი დოკუმენტის მიხედვით, დღეს, დილიდან რუსეთმა უკვე გაგზავნა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონის შეხების წერტილში “მშვიდობის მყოფელები”, რომელთა რაოდენობა განისაზღრა 1960 ჯარისკაცით, 380 ერთეული საავტომობილო და სპეციალური ტექნიკა; სამშვიდობო კონტინგენტის პარალელურად, უნდა მოხდეს სომხეთის ჯარის გაყვანა. კონტინგენტის ადგილზე ყოფნის ვადად 5 წელი განისაზღვრა, 5-წლიანი გახანგრძლივების დათქმით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები