ვლადიმერ პუტინი: რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტი მთიანი ყარაბაღის საკონტაქტო ხაზისა და სომხეთის რესპუბლიკასთან დამაკავშირებელი დერეფნის გასწვრივ

რუსეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი მთიან ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების განლაგების შესახებ შეთანხმდნენ. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

”რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტი განლაგდება მთიანი ყარაბაღის საკონტაქტო ხაზისა და მთიანი ყარაბაღის სომხეთის რესპუბლიკასთან დამაკავშირებელი დერეფნის გასწვრივ.

”ყარაბახის შესახებ შეთანხმება ხელს შეუწყობს პრობლემის მოგვარებას სამართლიანობის საფუძველზე და აზერბაიჯანელი და სომეხი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე”, – განაცხადა რუსეთის ლიდერმა.

ცნობისთვის, სომხეთის პრემიერ – მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ვლადიმერ პუტინთან და ილჰამ ალიევთან ერთად ხელი მოაწერა შეთანხმებას მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები