ნიკოლ ფაშინიანი: ხელი მოვაწერე განცხადებას ყარაბაღის ომის შეწყვეტის შესახებ

სომხეთის პრემიერ – მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ვლადიმერ პუტინთან და ილჰამ ალიევთან ერთად ხელი მოაწერა შეთანხმებას მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ.

მისი თქმით, გადაწყვეტილება მიღებულია საომარი სიტუაციის ღრმა ანალიზის საფუძველზე.

„პატივცემულო მოქალაქეებო, ძმებო და დებო, პირადად ჩემთვის და ყველა ჩვენგანისთვის უკიდურესად მძიმე გადაწყვეტილება მივიღე. რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად ხელი მოვაწერე განცხადებას ყარაბაღის ომის შეწყვეტის შესახებ 01:00 საათიდან. ჩვენ არასოდეს ვაღიარეთ საკუთარ თავს გამარჯვებულად და ეს უნდა იქცეს ჩვენი ეროვნული ერთიანობის დასაწყისად. მუხლს ვიდრეკ ყველა ჩვენი გარდაცვლილის წინაშე. ქედს ვიხრი ყველა სამხედროს, ოფიცრის, გენერლების, მოხალისეების წინაშე, რომლებიც თავისი სიცოცხლის ფასად იცავდნენ სამშობლოს. მათ თავისი თავგანწირვით გადაარჩინეს არცახელი სომხები. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოდით და ჩვენ გავიმარჯვებთ. გაუმარჯოს სომხეთს, გაუმარჯოს არცახს“ ,  – დაწერა ფაშინიანმა „ფეისბუკის“ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები