საპროტესტო აქციები ბათუმში 24-საათიან რეჟიმში გაგრძელდება

თბილისში მიმდინარე აქციების პარალელურად, მოქალაქეების ნაწილი ბათუმშიც შეიკრიბა.
ისინი 22:00 საათიდან დაწესებულ შეზღუდვებს დაუმორჩილებლობას უცხადებენ და ამბობენ, რომ შეზღუდვები უკანონოა. გარდა ამისა, ისინი პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს ხელახალ არჩევნებსა და ცესკო-ს ადმინისტრაციის შეცვალს მოითხოვენ.
ოპოზიციის წარმომადგენლების განმარტებით, საპროტესო აქციები 24 საათის მანძილზე, უწყვეტად ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები