ია მეტრეველი: ადამიანი, რომელიც, წესით, ციხეში უნდა იჯდეს, ახლა უკრაინიდან გვასწავლის ჭკუას

ადამიანი, რომელიც, წესით, ციხეში უნდა იჯდეს, ახლა უკრაინიდან გვასწავლის ჭკუას, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის ,,დავასრულოთ“ დამფუძნებელმა ია მეტრეველმა ,,კვირას” განუცხადა.

მისი თქმით, ქართულმა საზოგადოებამ არჩევანი უკვე გააკეთა.

,,კრიმინალი სააკაშვილი საკუთარ მკვლელ თანაგუნდელებთან ერთად იმ ზომამდე გაკადნიერდა, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას ითხოვს. 16 წელია, ამ კრიმინალურმა საზოგადოებამ, რომელსაც, რატომღაც, პარტია ჰქვია, ჯვარს აცვა ქვეყანა. ადამიანი, რომელიც, წესით, ციხეში უნდა იჯდეს, ახლა უკრაინიდან გვასწავლის ჭკუას. არადა, ყველასთვის ცნობილია, რომ ახლა მას უკრაინაშიც აღრ დაედგომება და საქართველოში ლეგალური დაბრუნებისთვის იღწვის. ყველა პოლიტიკური სცენარი: არეულობის მცდელობა, გაყალბებები, ვითომ ,,საყოველთაო დაუმორჩილებლობა“ მისი კარნახით ხორციელდება და ეს ახალი ამბავი არ არის – სურს, ქართველ ხალს უკარნახოს, რა გააკეთოს და როგორ იცხოვროს. დღეს ბარამიძისნაირი დამნაშავეები გვამუნათებენ და გვეუბნებიან, რომ პოლიტიკური კრიზისიდან მხოლოდ პრეზიდენტ სააკაშვილისა და დიქტატორ ივანიშვილის მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა გამოგვიყვანს. რა უფლებით უნდა დაჯდეს სააკაშვილი ივანიშვილთან და რაზე ისაუბრონ? ჩვენს, როგორც ამომრჩეველთა ინტერესებს, რომლებმაც ხმა მივეცით ,,ქართულ ოცნებას“, არავინ ითვალისწინებს? ცოტა ხანს კიდევ დაველოდებით ხელისუფლების ქმედებებს და მერე ქართველი ამომრჩევლის სახელით შევიკრიბებით ქუჩაში. დაგვთვალოს სააკაშვილმა, ვინ მეტია და რა სცენარით დაიპყრობს ხელმეორედ ამოდენა ხალხს? ქართველი ერის სახელით არავინ გაბედოს საუბარი, რადგან ქართულმა საზოგადოებამ არჩევანი უკვე გააკეთა! მოვუწოდებ ხელისუფლებას, დროზე მიიღოს ზომები, დასასჯელი დასაჯოს, დასაჭერი დაიჭიროს და მოგვცეს მშვიდი და ნორმალური ცხოვრების გაგრძელების საშუალება,”- განუცხადა “კვირას” ია მეტრეველმა.

ცნობისთვის, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან ერთადერთ გამოსავლად გია ბარამიძემ საზოგადოებას ,,პრეზიდენტ სააკაშვილისა და დიქტატორ ივანიშვილის“ მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა შესთავაზა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები