COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინამ 90%-იანი ეფექტურობა აჩვენა

კორონავირუსის საწინააღმდეგო პოტენციურმა ვაქცინამ, რომელიც ამერიკულმა კომპანია Pfizer-მა და გერმანულმა BioNTech-მა შეიმუშავეს, ცდების დროს 90%-ზე მაღალი ეფექტურობა აჩვენა. აღნიშნულის შესახებ თავად მწარმოებლები იტყობინებიან.

“კორონავირუსის საწინააღმდეგო პოტენციურმა ვაქცინამ საკუთარი ეფექტურობა 90%-ით გამოავლინა COVID-19-ით დაინფიცირების პრევენციისას”, – ნათქვამია Pfizer-ის განცხადებაში.

“დღეს ბრწყინვალე დღეა მეცნიერებისთვის. COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე ეტაპის კლინიკურმა ცდებმა პირველი მტკიცებულება მოგვცა იმისა, რომ ჩვენს პრეპარატს კორონავირუსით დაინფიცირების პრევენცია შეუძლია”, – განაცხადა ასევე კომპანიის შემსრულებელმა დირექტორმა, ალბერტ ბურლამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები