აქციის ერთ-ერთი მონაწილე შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ოპერატორის მიმართ აგრესიულად მოქმედებდა და საქმიანობაში ხელს უშლიდა (ვიდეო)
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის თანამშრომლის, ოპერატორის მიმართ აგრესიულად მოქმედებდა და მას საქმიანობაში ხელი შეუშლა, – ამის შესახებ ინფორმაციას უწყება ავრცელებს.
შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტისვე ცნობით, დღეს კი აქციის მონაწილემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პრესცენტრის ოპერატორის ფოტო, ფაქტის საპირისპიროს მტკიცებით, თითქოს, ოპერატორმა მიმართა მას უხეშად.
“შსს-ს თანამშრომლის – ოპერატორის მიერ გადაღებულ კადრებში კარგად ჩანს, როგორ მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს აღნიშნული მოქალაქე და როგორ ურტყამს კამერაზე ხელს.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის თანამშრომლები მოქმედებენ თავიანთი ფუნქცია-მოვალეობების შესაბამისად, კანონმდებლობის სრული დაცვით, ასახავენ პოლიციის საქმიანობას, ყველა მნიშვნელოვან მოვლენას, სადაც პოლიცია მონაწილეობს მინიჭებული მანდატის ფარგლებში”, – ნათქვამია შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.