გიორგი ბარამიძე: დიალოგის აუცილებელი მონაწილეები უნდა იყვნენ ორივე მხარის ყველაზე ძლიერი ფიგურები – ივანიშვილი და სააკაშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი – გიორგი ბარამიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შედეგიანი დიალოგისთვის მასში აუცილებლად უნდა იყვნენ ჩართული ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი.

როგორც გიორგი ბარამიძე სოციალურ ქსელში წერს, ამისთვის დასავლეთის სახელმწიფოთა მონდომებაა საჭირო.

“თუ დასავლეთის სახელმწიფოები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგს დაუჭერენ მხარს, თუ მათ სურთ, რომ ეს დიალოგი იყოს სრულფასოვანი და ეფექტიანი შედეგის მომტანი, მაშინ ამ დიალოგის აუცილებელი მონაწილეები (სხვებთან ერთად) უნდა იყვნენ ორივე მხარის რეალურად ყველაზე ძლიერი ფიგურებიც, ანუ პირადად დიქტატორი ივანიშვილი და პრეზიდენტი სააკაშვილი.
ამისათვის საჭიროა, მათი (დასავლეთის სახელმწიფოთა) მონდომება და ხელისუფლების ნება დამდგარი პოლიტიკური (პანდემიურ, ეკონომიკურ, სოციალურ, სავალუტოს თან ერთად) კრიზისი ცივილიზირებულად და დემოკრატიულად დაიძლიოს”, – წერს ბარამიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები