ჩვენ გთავაზობთ მშვიდობიან გამოსავალს, ვინმე, ვინც არის მანდ პასუხისმგებელი პირი, გამოვიდეს, ჩამოვიდეს თამარ ჟვანია და ვინც არის ახლა შსს-დან, დავილაპარაკოთ, – ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა ცესკო-სთან აქციაზე განაცხადა.
ალეკო ელისაშვილმა ცესკო-ს წარმომადგენლებსა და შსს-ს მიმართა, რომ მზად არიან, მშვიდობიანი მოლაპარაკებებისთვის.
„გთავაზობთ ამ ვითარების მშვიდობიან განტვირთვას. რამდენიმე ადამიანი შემოვალთ, რამდენიმე ადამიანი თქვენგან გამოვიდეს და შუაში დავილაპარაკოთ და განვმუხტოთ ეს ვითარება, ჩვენ გთავაზობთ მშვიდობიან გამოსავალს. ვინმე, ვინც არის მან პასუხისმგებელი პირი გამოვიდეს, ჩამოვიდეს თამარ ჟვანია და ვინც არის ახლა შსს-დან. ჩვენ გთავაზობთ მშვიდობიან გამოსავალს. აქეთაც ხალხი დგას და თქვენც ხალხი ხართ, თქვენც ქართველები ხართ და ჩვენც. ნუ დაძაბავთ ვითარებას. დავილაპარკებთ, გაგვიკეთეთ დერეფანი. სიტყვას გაძლევთ, რომ ამ დერეფანში სამ კაცზე მეტი არ შემოვალთ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.