კახაბერ საბანაძე უარყოფს ინფორმაციას, რომ სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს
შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, კახაბერ საბანაძე ამ წუთებში ბრიფინგს მართავს.
ჟურნალისტის კითხვაზე – გამოიყენეს თუ არა სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი, საბანაძე პასუხობს, რომ ეს ინფორმაცია მცდარია.
“ვრცელდება დეზინფორმაცია. პოლიციას არ გამოუყენებია ცრემლსადენი გაზი და მინდა, ყველამ გაითვალისწინოს, რომ მსგავსი დეზინფორმაცია მიზანშეუწონელია”, – განაცხადა საბანაძემ.