გიგი უგულავა: მივდივართ ცესკო-სთან, ან გამოვლენ იქიდან ან ამოიგუდებიან შენობაში  

„მივდივართ ცესკო-სთან, დავბანაკდებით და ვიქნებით მანამ, სანამ ან შიგნიდან არ გამოვა, ან არასდროს გამოვა და შიგნით ამოიგუდებიან“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

მისი თქმით, ისინი მანამდე აპირებენ ცესკო-სთან დაბანაკებას, სანამ თამარ ჟვანია და მისი გუნდი არ დატოვებს თანამდებობას.

„ადამიანს, რომელმაც უნდა გააფორმოს ჩვენი ხმების ქურდობა, არ უნდა შერჩეს. ჩვენ ვიქნებით მტკიცე და დაუღალავები. ის ქაჯეთისა და სიყალბის ციხე, უნდა აგურ-აგურ სიმბოლურად დაიშალოს, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში აღარასდროს არავის აღარ ჰქონდეს ცდუნება, მოიპაროს ის, რაც ყველაზე სანუკვარია.
ჩვენ ვიქნებით ცესკო-სთან მანამ, სანამ არ გადადგება თამარ ჟვანია და მთელი მისი შემადგენლობა. მეორე, ვნახავთ, როგორ ჩაატარებთ მეორე ტურებს, როდესაც ხალხი გამოვა პროსპექტებზე და იტყვის არას!
დაბოლოს, ნახავთ აქ, იმ 90 პატიოსან გვამს, „ქართული ოცნების“ დეპუტატები რომ ჰქვიათ, როგორ შევლენ პარლამენტში. და თუ შევლენ, მათ მოუწევთ ცოცხალი ადამიანებზე გადაბიჯება”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები