ნიკა მელია: ეს ბრძოლა იქნება შეუწყვეტელი, არ იქნება ინტერვალი ბრძოლებს შორის
პარლამენტის შენობის წინ ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები კვლავ იმყოფებიან. ისინი არჩევნების ბათილად ცნობას ითხოვენ. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, ნაკადი არათუ წყდება, პირიქით, სულ უფრო და უფორ მეტი ადამიანი უერთდება აქციას.
“8 საათამდე ხელისუფლებას ჰქონდა დრო კომპრომისზე წამოსასვლელად. ისინი გამოვიდნენ კონტაქტზე, რაც შედგა ოპოზიციასა და თალაკვაძე-კობახიძეს შორის. მაშინ, როცა აქ დგას მთელი ერი, ხელისუფლება ვალდებულია, დღეს დაგველაპარაკოს. სანამ შეხვედრა არ შედგება, არცერთ ჩვენგანს ჰიპოთეტური დაპირების არ სჯერა. მოქმედების დრო არის, ყველაფერთან ერთად, რუსთაველის გამზირზე პროტესტის გამოხატვასთან ერთად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებას სჭირდება აღსრულება. ეს ბრძოლა იქნება შეუწყვეტელი, არ იქნება ინტერვალი ბრძოლებს შორის. ხალხი, ყველა რეგიონში, იქნება გარეთ”, – განაცხადა ნიკა მელიამ