იაგო ხვიჩია: მიტინგზე მოხდა ჩვენი შიდა ჩხუბი, რომელიც ჯერაც არ დამთავრებულა

“მიტინგზე მოხდა ჩვენი შიდა ჩხუბი, რომელიც ჯერაც არ დამთავრებულა და ღია კონფლიქტია”,- ამის შესახებ პარტია „გირჩის“ თავმჯდომარე, იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელში წერს.

“გამარჯობა მეგობრებო. დღეს რა მდგომარეობაა და რა სიტუაციაშიც ვართ, დარწმუნებული ვარ გესმით. მიტინგზე მოხდა ჩვენი შიდა ჩხუბი. რომელიც ჯერაც არ დამთავრებულა და ღია კონფლიქტია. ამის მიუხედავად, მე მომხრე ვარ შიდა პროცესებიც დავიწყოთ და ცივილურად დავილაპარაკოთ, არ შეიძლება ჩვენ ერთმანეთს აქ ვაგინებდეთ და მერე სხვა საქმეზე შეკრებილ მიტინგზე ვჩხუბობდეთ. უხერხულია ხომ გესმით. კონფლიქტის მონაწილეებს, მე ორივეს ვიცნობ, ვიცი კონფლიქტის ანატომია, ვფიქრობ წარმოვიდგინო ორივე მხარის პოზიციის ხაზი და დავრჩე ობიექტური შეფასებისას. ვთავაზობ ამ ორ ადამიანს, ვიქნები მათი კონფლიქტის არბიტრი და მათ დაასახელონ თითო ადამიანი, რომელიც ჩემთან ერთად იდენტური უფლებებით იმუშავებენ ამ კონფლიქტში მტყუან-მართლის გასარჩევად და მის მშვიდობიანად მოსაგვარებლად.

ვფიქრობ, ამით “გირჩის” სასამართლოს კონტურების დანახვა შეიძლება და მე მინდა გთხოვოთ, მომცეთ ამის ცდის საშუალება. მთელი ეს პროცესი უნდა გავიდეს საჯაროდ აქ, ამ ჯგუფში. არ დაგთაგავთ მხარეებს. მგონი, ისედაც მალე გაირკვევა მათი ვინაობა”,- წერს იაგო ხვიჩია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები