თბილისში, გრიგოლ ორბელიანის მოედანზე, მიწისქვეშა პარკინგზე ხანძარი გაჩნდა
თბილისში, გრიგოლ ორბელიანის მოედანზე, მიწისქვეშა პარკინგზე, სადენებში ე.წ. მოკლე ჩართვა მოხდა, რის გამოც ძლიერი დაკვამლიანება იყო.
როგორც “კვირას” შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
“ორბელიანის მოედანზე, მიწისქვეშა პარგინგში, სადენებში მოხდა მოკლე ჩართვა. არის დაკვამლიანება, ლოკალიზებულია, გავრცელების საფრთხე მოხსნილია, დაშავებული არავინ არ არის”,- განაცხადეს უწყებაში.