პაატა იმნაძე: ეპიდსამსახურში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურებში, ლაბორატორიებშიც უამრავი ახალგაზრდა გვყავს უკვე
“ჩვენთან, ჩვენს სამსახურში, ეპიდსამსახურში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურებში, ლაბორატორიებშიც უამრავი ახალგაზრდა გვყავს უკვე”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის მოადგილე პაატა იმნაძემ განაცხადა.
მისი თქმით, უკვე ძალიან ბევრი ახალგაზრდა მოგროვდა სამედიცინო სფეროდან, რომელიც პანდემიის საკითხებზე მუშაობს.
“შეიძლება, ითქვას, რომ იგივე ჩვენს ლაბორატორიაში, ლუგარში თითქმის ნახევარი არიან ამ ზაფხულს აკრეფილი ჩემი ახალგაზრდა კოლეგები, სხვადასხვა პროფესიის ექიმები, ბიოლოგები, რომლებიც ძალიან კარგად ჩაერთვნენ საქმეში და, პრაქტიკულად, მათზე გადადის ძალიან დიდი ტვირთი“, – აცხადებს პაატა იმნაძე.