პაატა იმნაძე: რეალობა არის, რომ კედლები და საწოლები არაფერს არ წყვეტს, საჭიროა კიდევ პერსონალი

“ჰოსპიტალურმა სექტორმა ვერ გაუძლო მსოფლიოს ყველაზე განვითარებულ ქვეყნებში, ყველაზე მძლავრ ქვეყნებში, ყველაზე დალაგებულ და ფინანსურად უზრუნველყოფილ ქვეყნებში და ამიტომ აცხადებენ იმ ლოკდაუნებს დასავლეთის ქვეყნებში, რათა რამენაირად, შეამცირონ დატვირთვა ჰოსპიტალურ სექტორზე”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, მძიმე სიტუაციაა, თუმცა ამის მიუხედავად, შეიძლება ითქვას, რომ ჯერჯერობით ჩვენი ჰოსპიტალური სექტორი უმკლავდება.

„თუმცა, ეს ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო ჭირს და პირველ რიგში, აქ რეალობა არის, რომ კედლები და საწოლები არაფერს არ წყვეტს, საჭიროა კიდევ პერსონალი“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები