„მამაცთა შორის საკვირველება – პატარა კახი, მეფე ირაკლი” – გამოფენა თელავში
7 ნოემბერს, ერეკლე II – ის და კათალიკოს ანტონ I – ის დაბადებიდან 300 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, თელავის ისტორიული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში გაიხსნა გამოფენა სახელწოდებით – „მამაცთა შორის საკვირველება – პატარა კახი, მეფე ირაკლი”.
გამოფენის გახსნას დაესწრნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. გამოფენა დაათვალიერა მხატვარმა შალვა მატუაშვილმა, რომელმაც ერეკელე მეფის პორტრეტი გვირგვინით შეამკო.
თელავის ისტორიული მუზეუმის ინფორმაციით, გამოფენაზე მნახველი დაათვალიერებს: მეფის ოჯახის წევრების პორტრეტებს, მემორიალურ ნივთებს და სხვ. რომლებიც აქამდე მუზეუმის ფონდსაცავში ინახებოდა.
საზოგადოებას აღნიშნული გამოფენის ნახვის შესაძლებლობა წლის ბოლომდე ექნება.