„ნაციონალური მოძრაობის” მიზანია, „ქართული ოცნების” მიერ დასრულებული 9 წლიანი რეჟიმი საზოგადოებას 2020 წელს დაავიწყონ” – ოხანაშვილი
„ქართული ოცნების” წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილი 2007 წლის 7 ნოემბერის მოვლენებს იხსენებს და სოციალურ ქსელში აღნიშნავს, რომ რეჟიმი, რომელიც 2012 წელს „ქართულმა ოცნებამ” დაასრულა, ვეღარასდროს დაბრუნდება.
„ნაციონალური მოძრაობის” მიზანია, „ქართული ოცნების” მიერ 2012 წელს დასრულებული 9 წლიანი რეჟიმი საზოგადოებას 2020 წელს დაავიწყონ! ეს ხალხი არ იცვლის ზნეს. მათ ჰგონიათ, რომ ჩვენს საზოგადოებას მოკლე მეხსიერება აქვს! ამ არჩევნებზე კიდევ ერთხელ გითხრათ ჩვენმა მილიონამდე მხარდამჭერმა, რომ გვახსოვს ყველაფერი და თქვენ ვეღარასოდეს დაბრუნდებით ხელისუფლებაში! დიდი მადლობა ჩვენს თითოეულ მხარდამჭერს!”, – აღნიშნა ოხანაშვილმა.