Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ლარი დოლართან მიმართებით 3.34-მდე გამყარდა
6 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით მყარდება. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის მიხედვით, ამჟამად ერთი აშშ დოლარი 3.3475 ლარი ღირს, რაც ვაჭრობის დასაწყისში არსებულ კურსთან – 3.40-თან მიმართებით 5.25 თეთრით ნაკლებია.
ეს ჯერ ოფიციალური გაცვლითი კურსი არაა, მას საქართველოს ეროვნული ბანკი 17:00-ზე გამოაქვეყნებს, თუმცა, სავარაუდოდ, აღნიშნული გამყარება ოფიციალურ კურსზეც აისახება.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ლარი დოლარსა და ევროსთან მიმართებით მკვეთრად გაუფასურდა. შედეგად დოლარის ღირებულება 3.40 ლარი, ევროს ღირებულება კი 4.01 ლარი გახდა.
ჯამურად, ბოლო 5 დღის განმავლობაში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით 16 თეთრით გაუფასურდა.