ოკუპირებულ აფხაზეთში, კინდღთან ავარიას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირის რაიონის სოფელ კინდღთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელსაც ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ინფორმაციას ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.

აღინიშნება, რომ ერთმანეთს “მერსედესი” და “ვაზ -2107” შეეჯახნენ.

​წინასწარი ვერსიით, დაღუპულები არიან ვაზ-2107-ის მგზავრები, მათ შორის სამი ქალია და ერთი  – მამაკაცი. მეორე ავტომობილის მძღოლი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები