ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 4581-მდე გაიზარდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 76 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ 4581 დადასტურებული შემთხვევაა.
ვირუსის დამარცხება სულ 2490-მა პირმა შეძლო, 47 კი გარდაიცვალა.
გუდაუთის საავადმყოფოში 118 ადამიანი რჩება, მათგან 35-ის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის საავადმყოფოში 30 პაციენტი მკურნალობს, სამის მდგომარეობა მძიმეა, მობილურ ჰოსპიტალში 58 პირია, 5-ის მდგომარეობა მძიმეა.