გია ვოლსკი: ცესკო-ს თავმჯდომარეს გაყალბების არანაირი რესურსი არ აქვს

“ცესკო-ს თავმჯდომარეს რესურსი არ აქვს, რომ არჩევნები გააყალბოს, რომც ჰქონდეს ამის სურვილი”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ თამარ ჟვანიას პასუხისმგებლობის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

ვოლსკის თქმით, დისციპლინარული დევნა უნდა დაიწყოს კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ, ვისაც მნიშვნელოვანი გადაცდომები ჰქონდა, თუმცა, მისივე თქმით, ასეთი გადაცდომები არ არსებობს.

„ცესკო-ს თავმჯდომარეს, თუ არ არის თარხნიშვილი ან სხვა, ვინც დღეს ოპოზიციაში ლიდერად გვევლინება, არანაირი რესურსი არ აქვს გაყალბების, სურვილი რომც ჰქონდეს. მას მოსდის ტექნიკურად, ცესკო-ში ამ ოქმების შეჯამება ხდება. თუ გადათვლები საჭიროა, რასაკვირველია, დისციპლინარული დევნა შეიძლება, დაიწყოს კონკრეტულ ადამიანებზე, ვინც დაუშვა ისეთი გადაცდომა, რომელმაც გავლენა იქონია კონკრეტულ უბანზე ან, მით უმეტეს, მთლიანად საქართველოში არჩევნების შედეგებზე. მაგრამ ასეთი არ არის და ამას ადასტურებს სადამკვირვებლო მისიები, ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები. პასუხი არგუმენტირებული, რაც გავიგეთ ოპოზიციის ლიდერ ბატონ შალვა ნათელაშვილისგან ის არის, რომ ტრამპი უნდა წავიდეს, ახალი ადმინისტრაცია მოვიდეს და აშშ-ის დამოკიდებულებაც შეიცვლება, ვთქვათ, მისი განცხადებების მიმართ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები