ამირან გამყრელიძე: კორონავირუსის შემთხვევების ზრდა გვექნება, ინფიცირებულთა უმრავლესობა ბინაზე უნდა მკურნალობდეს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების ზრდა იქნება.

მისივე თქმით, ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას ჯანდაცვის სექტორი უმკლავდება.

“შემთხვევების ზრდა გვექნება. პირველადი ჯანდაცვა უმკლავდება, მაგრამ ყველაფერში არის ზღვარი. ინფიცირებულების უმრავლესობა ბინაზე უნდა იმართოს, რადგან ავადმყოფების უმეტესობა მსუბუქი შემთხვევებია. დაახლოებით, 20-დან 30 %-მდე უსიმპტომოა და, რა თქმა უნდა, ისინი ბინაზე უნდა მკურნალობდნენ. ვისაც ჰოსპიტალური სამედიცინო დახმარება სჭირდება, მათთვის შესაბამისი პირობები არის და საწოლების რაოდენობა ყოველდღიურად თავისუფლდება”, – აღნიშნა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები