აშშ-ში საარჩევნო ოლქში დამნაშავემ ცეცხლი გახსნა – დაღუპულია 1 და დაშავებულია 2 ადამიანი

აშშ-ში რიგით 59-ე საპრეზიდენტო არჩევნები ძალადობის ფონზე მიმდინარეობდა.
არჩევნებიდან მესამე დღეს ჯერ კიდევ გაურკვეველია, რომელმა კანდიდატმა გაიმარჯვა არჩევნებში. მოსახლეობა პრეზიდენტად მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ყოფილ ვიცეპრეზიდენტს, „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატის, ჯო ბაიდენს შორის აკეთებს არჩევანს.

მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია ამერიკის შეერთებული შტატები. სხვადასხვა მედია წერს იმ ფაქტების შესახებ, რაც არჩევნების და შემდგომ დღეებში ამერიკის შეერთებულ შტატებში ხდებოდა. უცხოური მედიის ინფორმაციით, არიზონას შტატის ყველაზე მსხვილ საარჩევნო ოლქში 400 000 ხმა ჯერ არ დაუთვლიათ. ასევე, კენჭისყრის დღემდე ფოსტით შემოსული ხმების რეკორდული რაოდენობიდან (1.7 მილიონზე მეტი ხმა) 250 000 ხმა ელოდება დათვლასა და გათვალისწინებას. ადგილობრივი მედიის ცნობით, 36 წლის დასტინ დანი ჩრდილოეთ კაროლინას შტატში ცეცხლსასროლი იარაღით ახდენდა ხალხის დაშინებას. დამნაშავემ არჩევნების დღეს ხმა მისცა და 2 საათში ტრამპის კამუფლაჟითა და იარაღით გამოცხადდა საარჩევნო უბანზე, კარვის გაშლას ცდილობდა და ზეწოლას ახდენდა ამომრჩევლებზე, რის გამოც ის პოლიციამ დააკავა. კიდევ ერთი კრიმინალური ფაქტის შესახებ იტყობინება ადგილობრივი მედია. მათი ცნობით, ლოს ანჟელესთან ახლოს მდებარე საარჩევნო ოლქში დამნაშავემ ცეცხლი გაუხსნა ამომრჩევლებს. დაღუპულია 1 და დაშავებულთა 2 ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები