აშშ-ის რამდენიმე ქალაქში საპროტესტო აქციები იმართება(ვიდეო)

აშშ-ის რამდენიმე ქალაქში პრეზიდენტობის ორივე კანდიდატის მხარდამჭერი აქციები იმართება.

ზოგიერთ შტატში გუბერნატორებმა წესრიგის დამყარების მიზნით ეროვნული გვარდია შეიყვანეს. ორეგონის შტატში გვარდია პორტლენდშია შეყვანილი, სადაც ჯო ბაიდენის მომხრეთა პროტესტი არეულობაში გადაიზარდა.

მინეაპოლისში პოლიციამ რამდენიმე პირი მას შემდეგ დააკავა, რაც ბაიდენის ასობით მხარდამჭერი ტრამპის მოწოდებას აპროტესტებდა ხმების დათვლის შეწყვეტასთან დაკავშირებით. ამავე მიზეზით პროტესტი გამოითქვა ნიუ იორკში, ფილადელფიასა და ჩიკაგოში. ათობით ადამიანია დაკავებული.​

არიზონაში, მარიკოპის ოლქში ხმების დათვლის ცენტრთან ტრამპის მომხრეები შეიკრიბნენ. მათი ნაწილი შენობაში შეჭრას ცდილობდა, ისინი ხმების დათვლის პროცესის ჩაშლას ცდილობდნენ, თუმცა, სამართალდამცველებმა ისინი შენობას განარიდეს.

ასეთივე სურათი იყო ფენიქსში. დეტროიტში ტრამპის მომხრეები ასევე შეიკრიბნენ ხმების დათვლის ცენტრთან და მუშაობის შეწყვეტას ითხოვდნენ.​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები